logo
ENG



ფინანსთა მინისტრი კომპანიებს, საბანკო რეკვიზიტების დროულად მიწოდებისკენ მოუწოდებს 

21 მაი 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დამსაქმებლებს მიმართა და მოუწოდა, რომ დროულად გაიგზავნოს ფინანსთა სამინისტროში იმ ადამიანების საბანკო რეკვიზიტები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში. 

მისი განცხადებით, 200 ლარიანი დახმარების გაცემა, სწორედ ამ აღრიცხვის დასრულების შემდეგ მოხდება. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ გინდა ვთხოვოთ ყველა დამსაქმებელ კომპანიას, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უხელფასო შვებულება თუ დროებით სამსახურიდან გათავისუფლება, რითიც ვერ მოხდა ხელფასის გაცემა. უნდა მოგვაწოდონ ამ ადამიანების საბანკო ანგარიშები რათა დროულად მოხდეს ამ 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება“, - განაცხდა ივანე მაჭავარიანმა.


close დახურვა